საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იმედი L-ის განცხადება დისტანციურ მომსახურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით

ბოლო დღეებში  მთელი ქვეყნის მასშტაბით დამძიმებული ეპიდსიტუაციის გამო,სადაღზვევო კომპანია "იმედი ელი" თანამშრომლების და მომხმარებლების უსარფთხოებისთვის, მაქსიმალურად ზღუდავს ფიზიკურ მომსახურებას სერვის ცენტრებში და მაქსიმალურად გადადის ადისტანციურ მომსახურებაზე.

 

 31 ივლისიდან მიღებულ ცვლილებებზე სადაზღვევო კომპანიის მომხმარებლებისთვის:

1.  დაიგზავნება სმს-ები;

2.  ცხელი ხაზი მაქსიმალურად მიაწვდის ინფორმაციას დაზღვეულს ზარის განხორციელების შემთხვევაში,(მოგეხსენებათ სერვის ცენტრში ვიზიტის მსურველები გვიკავშირდებიან ცხელ ხაზზე და ჯავშნიან დროს ვიზიტისათვის)

3.  უკვე ჩაწერილ ყველა მომხმარებელს დავუკავშირდებიან და დოკუმენტაციის პორტალზე ატვირთვას შესთავაზებენ,

4.  განაცხადება გაიკვრება ყველა სერვის ცენტრის კარებზე.

 

 

სმს:

ძვირფასო მომხმარებლებო, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ჩვენი თანამშრომლების და თქვენი ჯანმრთელობისთვის,  დროებით იზღუდება სერვის ცენტრებში მომსახურება. ამ პერიოდში კვლავაც შესაძლებელია საბუთები განათავსოთ  მომსახურების ცენტრალურ  ოფისებთან განთავსებულ ყუთში ან გააკეთოთ ანაზღაურებაზე მოთხოვნა ონლაინ, ელექტრონული პოლისის მეშვეობით https://www.imedil.ge. გმადლობთ თანამშრომლობისთვის.

 

 

 

პორტალზე პოპ-აპი:

ძვირფასო დაზღვეულებო,

ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნისთვის, იმედი L ითვალისწინებს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციას და დროებით ზღუდავს მომსახურების ადგილზე მიღებას. თანხის ასანაზღაურებლად და/ან საგარანტიო წერილის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია გთხოვთ, ატვირთოთ პორტალიდანვე და ისარგებლოთ არსებული დისტანციური სერვისით.

გისურვებთ ჯანმრთელობას

 

განაცხადი კარებზე:

ძვირფასო დაზღვეულებო!

 

ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის და ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნებისთვის, იმედი L ითვალისწინებს ქვეყანაში არსებული ეპიდემილოგიური სიტუაციას და დროებით ზღუდავს მომსახურების ადგილზე მიღებას.

თანხის ასანაზღაურებლად და/ან საგარანტიო წერილის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია:

·გთხოვთ, ატვირთოთ თქვენივე ელექტრონული პოლისის მეშვეობით კომპანიის ვებ გვერდიდან https://www.imedil.ge/  და ისარგებლოთ არსებული ონლაინ სერვისით.

 

·ან  მოათავსეთ ცენტრალურ ოფისებთან არსებულ სპეციალურ ყუთებში. კონვერტზე დაწერეთ თქვენი სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი, ორგანიზაცია და დოკუმენტაციის ტიპი (ანაზღაუბრება/საგარანტიო). უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, სამუშაო დღეებში კონვერტი გაიხსენება 24 საათის მანძილზე. საბანკო რეკვიზიტების ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის არ ქონის შემთხვევაში, დოკუმენტის გამოგზავნა შესაძლებელია ელ. ფოსტაზე: sabutebi@imedil.ge.

ფიზიკურად მომსახურება იზღუდება მხოლოდ სერვის ცენტრებში. კომპანიის დანარჩენი თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მომსახურების მოწოდებას, მათ შორის პერსონალური ექიმები და ცხელი ხაზი (24/7)

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 

თარიღი: 03/08/2021